თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კლინიკის მოდელის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ბანკ „ ქართუს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. სწორედ, მათი მხარდაჭერით შეიქმნა ახალი სამედიცინო სივრცე რეგიონში, რომელსაც მოწყობითა და ინფრასტრუქტურით საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია აჭარის მთავრობასთან, განსაკუთრებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ არაერთ ინოვაციურ პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების არსებობა.
